თბილისის მერია

ნარმანია: იმდენად ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, რომ ოპონენტები გაღიზიანდნენ

ჩვენ იმდენად ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, რომ ამან კიდევ მეტად გააღიზიანა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე, რაც მათ არ აწყობთ. ეწევიან დისკრედიტაციას და ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ თბილისის მერიის საქმიანობას. ჩვენ მკაფიოდ დავანახეთ ყველას, რა მოცულობის საქმე გავაკეთეთ. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და საბოტაჟებისა, რასაც ადგილი ჰქონდა მერიაში, ჩვენი მოსვლის პერიოდში. საქმეს არასდროს ვუშინდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ. 

თბილისის მერი დავით ნარმანია საინფორმაციო სააგენტო აიპრესთან საუბარში.

კომენტარები