უძრავი ქონება

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლი $301 მილიონად გაიყიდა

Patrice Diaz / Wikimedia Commons

პარიზის მახლობლად მდებარე შატო ლუი XIV მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო საკუთრებაა. კრისტის უძრავი ქონების კომპანიის ინფორმაციით, სახლი 275 მილიონ ევროდ ანუ $301 მილიონად გაიყიდა. 

შატო ლუი XIV-ის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ ლუქს კლასის უძრავი ქონების სააგენტო Cogemad-მა დაიწყო. სახლი $301 მილიონად კონფიდენციალურმა არაბმა მყიდველმა შეიძინა. ვილა ვერსალის მახლობლად 23 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. შატოში კინოთეატრი, ღვინის მარანი და კერძო სპა ცენტრები მდებარეობს, მისი კედლები კი ფრანგული აღორძინების სტილშია მოხატული. ეზოში ლუი XIV-ის ეპოქის სტილის ბაღია გაშენებული, რომელშიც რამდენიმე მოოქროვილი შადრევანია. 

უძრავ ქონებაზე არსებული წინა რეკორდი ლონდონის პენტჰაუსზე დაფიქსირდა. 2011 წელს კრისტის აუქციონის კომპანიის ინფორმაციით ლონდონის ცენტრში მდებარე პენტჰაუსი $221 მილიონად გაიყიდა. მისი მყიდველი რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი იყო.

უძრავი ქონების სააგენტო Cogemad-ის დამფუძნებელი საუდელი მილიარდერი ემად ჰაშოგია.

კომენტარები