უძრავი ქონება

II კვარტალში უძრავი ქონება წლიურად 5.4%-ით გაძვირდა, I კვარტალთან შედარებით, 1%-ით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.0%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 56.1%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასებმა დაიკლო როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5%). 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების გაიზარდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 5.7%-ით.

საქსტატის ცნობით, ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ღირებულება ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდის (6 624 ლარი 1 კვადრატული მეტრი) და ვაკის (5 856 ლარი 1 კვადრატული მეტრი) რაიონებშია, ყველაზე იაფი კი - სამგორსა (3 468 ლარი 1 კვადრატული მეტრი) და გლდანში - (3 669 ლარი 1 კვადრატული მეტრი).

 

კომენტარები