თაღლითობა

თაღლითობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე თეიმურაზ ჯანიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ დაასაქმებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის სანაცვლოდაც, დაზარალებულს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი.

გამოძიება მიმდინარეობს მოტყუებით სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

"აქვე საზოგადოებას ვთხოვთ, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები