რუსთავი 2-ის საქმე

გივი თარგამაძე გაბუნიას და გვარამიას ცემის ორგანიზების საქმეზე დაკითხეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძეს მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. საქმე ეხება თარგამაძის განცხადებას, რომელშიც მან ძალოვანი სტრუქტურები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მსგავს საქმეებს სამინისტროს ნაცვლად მთავარი პროკურატურა უნდა იძიებდეს.

"ყველა შესაძლებლობა გამოძიების ხელთაა, ერთადერთი მართლაც არის ნონსესი ის, რომ იძიებს პოლიცია, შს სამინისტრო მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიურ საქმეს იძიებდა ქალაქის პროკურატურა. რეალურად, საბოლოო ჯამში, უნდა გამოძიოს მთავარმა პროკურატურამ. ის უნდობლობა, რაც გვაქვს, არის აბსოლუტურად მოტივირებული გამომდინარე ყველა წინა შემთხვევიდან," - აღნიშნა თარგამაძემ დაკითხვის შემდეგ.

დეპუტატის ადვოკატის თქმით დაკითხვაზე არ დასახელდა ის პირი, რომელმაც თარგამაძეს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, რადგანაც საქმე შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირს ეხება, თარგამაძეს კანონდებლობა ანიჭებდა კონფიდენციალობის დაცვის უფლებას.

კომენტარები