საქართველოს რაგბის კავშირი

სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა.

"საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩენებზე მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ,“ - ნათქვამია აბესაძის განცხადებაში.

რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა გიორგი ნიჟარაძემაც.

"ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება," - აღნიშნა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლას და მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობდნენ. 

კომენტარები