საქართველოს რაგბის კავშირი

სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი ნიჟარაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი ნიჟარაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან 15 დეკემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.
ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

13 დეკემბერს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლას და მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობდნენ. 

კომენტარები