საყდრისი

დიმიტრი ქუმსიშვილი გურამ ოდიშარიაზე ზეწოლას უარყოფს

facebook.com/economypr

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საყდრისთან დაკავშირებით შეხვედრებს ადასტურებს, თუმცა კულტურის ყოფილ მინისტრ გურამ ოდიშარიაზე ზეწოლას უარყოფს. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრების მტკიცებით კი, კულტურის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის ორ წევრს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გურამ ოდიშარიამ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მათი განცხადებით, საუბრის დროს ოდიშარიამ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა შორისაც დიმიტრი ქუმსიშვილიც ფიგურირებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ გამოძიება საყდრისის საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს. ორგანიზაციამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა უცნობია, შესრულდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები