საყდრისი

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები თბილისის მერს დაუპირისპირდნენ

რუსთავი 2

დედაენის ბაღში, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები თბილისის მერს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები დავით ნარმანიასგან პოზიციის დაფიქსირებასა და ძეგლის ნგრევის შეჩერებას ითხოვდნენ. ისინი პანორამა თბილისის პროექტსაც აპროტესტებდნენ. თბილისის მერი დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, საყდრისთან დაკავშირებით მერია გადაწყვეტილებებს არ იღებს, პანორამა თბილისი კი გარემოს ზიანს არ მიაყენებს.

დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას აღნიშნავდნენ. ისინი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნასა და აფეთქების პროცესში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვდნენ. 

საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს ხვალ უყრიან. ინიციატივა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.

კომენტარები