საყდრისი

საყდრისის შესახებ კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა.

დადგენილების მისაღებად საჭირო 53 ხმა იყო, თუმცა დადგენილების პროექტს სხდომაზე დამსწრე 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 7 დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა.

საყდრისის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები ითხოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისის დაცვას "სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას" უწოდებდა. მანვე პირობა დადო, რომ "RMG-gold-ს ვერავინ გააჩერებს". 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ "სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში".

კომენტარები