ქრთამის აღება

აჭარაში ექსპერტიზის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, სოლომონ კონცელიძე დააკავა.

სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაუმზადა ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა, ხელშეკრულება და ინვოისი.

სამართალდამცავებმა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სოლომონ კონცელიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები