ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

გიგი კალანდაძეს და გიორგი სამუშიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელბერდ კობერიძის საქმეზე გიგი კალანდაძეს და გიორგი სამუშიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დათა ახალაიას, მეგის ქარდავასა და გიორგი შამათავას პატიმრობა არ შეეფარდათ.

გიორგი სამუშია ბრალს არ აღიარებს, გიგი კალანდაძის თქმით კი მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დააკავეს.

კომენტარები