მელიქიშვილი: ოთხჯერ დაგეგმა ხადურმა ბიუჯეტი და ოთხჯერვე სამიზნეს ააცილა

ოთხჯერ ესროლა ნოდარ ხადურმა სამიზნეს საბიუჯეტო პროგნოზი და ოთხჯერვე ააცილა. ვერც ერთი პროგნოზი, რომელიც ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით პარლამენტში იქნა შემოტანილი, ვერ გამართლდა. 2013 წელს ვერ გამართლდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტი 700 მილიონით გაირღვა. 2014 წელს საქართველო არჩევნის წინაშე იყო - ბიუჯეტი ფურცელზე შესრულებულიყო, თუ ლარს აეღო დამატებითი ტვირთი – თქვენ მეორე გზა აირჩიეთ და ლარის გაუფასურება დაიწყო. პროგნოზი ვერც 2015 წელს გამართლდა, როცა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ორჯერ მოგიწიათ - მათ შორის იმ ნაქები პროექტების შემცირების კუთხით, რომელიც წინა წლის დეკემბერში დიდის ამბით წარუდგინეთ პარლამენტს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი 2013, 2014 და 2015 წლის ორჯერ კორექტირებული ბიუჯეტების შესახებ.

კომენტარები