ვიზალიბერალიზაცია

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებული მიმართვა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერას ეხება, პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მომხრე 76 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი არცერთი.

თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ცვლილებები მმართველმა გუნდმა შეიტანა. ქართული ოცნების მიერ ჩამატებული ციტატის შინაარსი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს.

დოკუმენტის კენჭისყრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვერსია არ გაითვალისწინა და ტესტში არ დააფიქსირა კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა. უმცირესობა რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს უკვე შემდგომ სხდომაზე წარადგენს.

კომენტარები