რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კვირიკაშვილი: რუსეთთან არსებული ფორმატი პროგრესის მიღწევის საშუალებას იძლევა

[საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნაზე] კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. გერმანიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი სურვილი, მათ შორის სხვადასხვა პიროვნებების მეშვეობით. აქ იყო შეხვედრები, მათ შორის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ პროგრესი მიღწეული იყოს, თუ, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური ნება. გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ზოგადად მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იქნება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კონსტრუქციული როლი, რომელიც შეიძლება ამ პროცესში მესამე მხარემ ითამაშოს მისასალმებელი იქნებოდა იმ მიმართულებით, თუკი ისინი მოახდენდნენ ზეგავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, უპირველეს ყოვლისა მოსკოვში.

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინიციტივაზე, რომ საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი უნდა შეიქმნას. ალასანიამ ინტერპრესნიუსთან საუბარში თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მაია ფანჯიკიძემ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გერმანიასთან ორმხრივი, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც განხორციელდა.

კომენტარები