ხვალ დილით პროკურატურაში მივალ და ყველაფერს დეტალურად ვეტყვი. ზვიად ქორიძეც დაბარებულია და მანაც დაადასტურა, რომ ზუსტად ის პოლიტიკოსები, ზუსტად იმ საქმეზე ზვიადთანაც განაგრძობდნენ ამ ტონით საუბარს. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ხომ ხვდებით, როგორ ვფრთხილობ, თითოეულ სიტყვას როგორ ვწონი, იმიტომ, რომ ძალიან გავლენიან ადამიანებზეა საუბარი, ძალიან სერიოზულ რაღაცაზე ვლაპარაკობ, დღეს შეიძლება რაღაც დამმართონ იმ ხალხმა, ზუსტად იციან, ვისზეც ვლაპარაკობ. შეიძლება სახლამდე წესიერად ვერ მივიდე და ხვალ პროკურატურამდეც ვერ მივაღწიო, იმდენად საშიშია ის მათთვის, რაც მე უნდა ვთქვა პროკურატურაში. ეს იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებაში და თვალს ხუჭავდნენ, იმიტომ, რომ პირად საუბრებში დაუდასტურებიათ - ხო, ხო, ვიცით, რომ ეგენი ფულს აკეთებდნენ - მე შემომჩიოდნენ, გეგონება მე რამე უნდა გამეკეთებინა
tbl.ge/gzg
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - დაიწყო გამოძიება
- პირადი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა სქესობრივ კავშირს - დაკავებულია 1 პირი
- გადაიღო არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც სკოლებში გავრცელდა - 1 პირს პატიმრობა შეეფარდა
- საპროცესოზე ვისაუბრებთ მათთან, ვინც მოგვმართავს და აღიარებს დანაშაულს - POG კოკაიაზე
- POG: ბუღალტერმა ყალბი დოკუმენტებით ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 300 000 ლარი მიითვისა




