ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. პარტიის წარმომადგენლები გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი უკვე შეხვდნენ მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე, Freedom House-ის ყოფილ პრეზიდენტ დევიდ კრამერს, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს, სენატორ მარკო რუბიოს აპარატის წარმომადგენლებს. ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს კენეტ იალოვიცსა და უილიამ კორტნის.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან, ტომ კოტონთან და ჯონ მაკკეინთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) ვიცეპრეზიდენტ სტივ ნიქსთან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების თემები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, საგარეო პოლიტიკასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებს უკავშირდება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე არასამთავრობო, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

კომენტარები