მთავრობა ლარს ძირს უთხრის. ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა. კვლავ ავერ ახერხებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათი კონტრაქტორები ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის თანაბარზომიერ ხარჯვას. დეკემბრის თვის დარჩენილ დღეებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. როგორც წესი, ეს თვის ბოლო კვირას მოხდება. მხარჯავი ერთეულები კვლავ ვერ აითვისებენ ფულს წლის ბოლომდე, იგი ეკარგებათ. მთავრობა ტრადიციულად არ გაწირავს მათ და ბოლო მომენტში გადაურიცხავს. ეს თანხა, როგორც წესი დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ახალი წლის პირველსავე სამუშაო დღეებში გადაედინება სავალუტო ბირჟაზე და აწვება ლარს. მცირეოდენი პანიკა და იწყება მიბაძვის სინდრომი. დანარჩენი გვინახია. ფრთხილად უნდა იყოს ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მოიხსნა, შიგა ბედოვლათები არსად გამქრალან.
tbl.ge/izj
დაკოპირდა

ეკონომისტი რომან გოცირიძე Facebook-ში.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.89 თეთრით - 4 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან 1.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.25 თეთრით - 2 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი ევროსთან კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ოფიციალური კურსი 3.2155 ლარია
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 23 აპრილის ვაჭრობის შედეგები




