მსჯავრდებულთა შეწყალება

ილია მეორე: შეწყალების ინიციატივაზე საუბარი პრემიერთანაც გვქონდა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თქმით, მისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონდა საუბარი. "ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი." - ამბობს ილია მეორე.

პრემიერმინისტრის პოზიცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატრიარქისთვის მსგავსი უფლების მინიჭებას მიესალმებიან.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია მეორეს ინიციატივის დასაკმაყოფილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

პატრიარქმა ეს განცხადება რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულ ქალთა სპექტაკლის შეფასებისას გააკეთა. სპექტაკლს ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები