მსჯავრდებულთა შეწყალება

ილია მეორე მთავრობისგან პატიმრების შეწყალების უფლებას ითხოვს

"პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები" - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პარტიარქი ამ გადაწყვეტილების მიღებას პრემიერმინისტრისგან ითხოვს. პრემიერმინისტრს პატრიარქის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მთავრობის წევრები და სასჯელაღსრულების მინისტრი ამ ინიციატივას მიესალმებიან.

 "მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. მასზე ბრძენი ადამიანი ვინ არის, არ ვიცი და მას უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები" - ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია მეორეს ინიციატივის დასაკმაყოფილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

პატრიარქმა ეს განცხადება რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულ ქალთა სპექტაკლის შეფასებისას გააკეთა.

კომენტარები