სამომხმარებლო კალათა

ნოემბერში ინფლაციამ წლის რეკორდულ მაჩვენებელს 6.3%-ს მიაღწია

ტაბულა

2015 წლის  ნეომებერში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციამ 6.3% შეადგინა, რაც 2015 წლის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულ ბანკს 2015 წლის საპროგნოზო ინფლაციად 5% აქვს განსაზღვრული. უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რათა ფასების სტაბილურობას შეუწყოს ხელი. 

ინფლაცია წლის მანძილზე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა: 2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 2% იყო, მეორე კვარტალში 3%-იან ნიშნულს გადააჭარბა, მესამე კვარტალში 5% გახდა, მეოთხე კვარტლის პირველი თვის - ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი 5.8% იყო ნოემბერში კი მან 6.3%-ს მიაღწია.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.2%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 13.4%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.8%-იანი გაძვირება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 9.2%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 12.9%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 11.5%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 1.6%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 0.5%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 6.9%-იანი გაძვირება
  • განათლება - 4.3%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.2%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 9.5%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

ეროვნული ბანკი 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში ფასების კიდევ უფრო მეტად 7%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

კომენტარები