აწარმოე საქართველოში

"აწარმოე საქართველოში"-ს სასტუმროების და კინოინდუსტრიის კომპონენტები ემატება

სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოში
facebook.com/AwarmoeSakartveloshi

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროგრამას - აწარმოე საქართველოში - ორი ქვეკომპონენტი დაემატება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ ესენია სასტუმროების ქსელისა და კინოინდუსტრიის განვითარების მიმართულებები. მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ტურიზმი არის ტრადიციული მიმართულება და მოგეხსენებათ, აქედან საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლები გვაქვს. კერძოდ, მიმდინარე წელს მილიარდ 800 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება კინოინდუსტრიას, ის ჩვენთვის ახალი მიმართულებაა, მაგრამ ამ კუთხითაც არსებობს უდიდესი პოტენციალი. შესაბამისი პროექტი კულტურის სამინისტროსთან ერთად არის მომზადებული. ჩვენ გვინდა შევქმნათ მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო ფილმებს, სერიალებს, კლიპებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მათი გადაღება. ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, გადასაღები მოედნების შექმნას და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სარგებელია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები