ავტოავარია

გარდაიცვალა ტაქსის მძღოლი, რომელსაც სოზარ სუბარის ავტომანქანა შეეჯახა

სოზარ სუბარი

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. კითხვაზე, თუ გამოიკვეთა უკვე რომელიმე ავტომობილის მძღოლის პასუხისმგებლობა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

კომენტარები