მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის მუშაობის შეჯამების საინფორმაციო კამპანიისთვის 611 500 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის 27 ნოემბრის განკარგულებით, მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიის დაფინანსებისთვის, 611 500 (ექვსას თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი გამოიყო.

თანხა ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყო.

კომენტარები