ავიაკატასტროფა რუსეთში

კრასნოიარსკის რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნამ 15 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

რუსეთში, კრასნოიარსკის რაიონში სამოქალაქო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე 25 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 15 ადამიანი, დანარჩენი 10 კი დაშავებულია და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ვერტმფრენი აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით, მდინარის პირას ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით, კრასნოიარსკის ოლქში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები