ლარის გაუფასურება

ლარის დასტაბილურების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა. აუქციონზე შემდგარი ფასი ერთ დოლარზე 2.3946 ლარს შეადგენდა. სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ახორციელებს. ევროსთან მიმართებით კი ახალი ფასი 2.53 დაფიქსირდა. 

გასული ორი თვის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $67 მილიონი გაყიდა ამ პერიოდის მანძილზე ლარის კურსმა გარკვეული სტაბილურობაც შეიძინა. ერთ თვეზე მეტია, რაც დოლართან მიმართებით ლარის სტაბილურობის უკანასკნელი ნიშნული 2.39-სა და 2.41-ს შორის მერყეობს

ეროვნული ვალუტა "თავისუფალი ცურვის" რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცვლითი კურსი ბაზარზე მომხდარი ცვლილებების შედეგად ყალიბდება. ბაზარზე მომხდარი ცვლილებების ანალიზის შედეგად ეროვნული ბანკი პერიოდულად სავალუტო ინტერვენციების განხორციელების გადაწყვეტილებასაც იღებს. 

კომენტარები