რუსთავი 2-ის საქმე

რინკევიჩი: გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო და მედია ძლიერია

ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და მედია საკმაოდ ძლიერები არიან. როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეეძლოს, მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმეზე მხოლოდ კანონზე დაყრდნობით. რთულია გავაკეთოთ კომენტარი პროცესზე, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შენ არღვევ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ კანონით იხელმძღვანელოს და მედიის პლურალიზმი დაცული იყოს. ეს მესიჯი გადავეცი ჩემს კოლეგას საქართველოში. იმედი მაქვს, თქვენი ქვეყანა იპოვის სწორ გამოსავალს ამ სიტუაციიდან და დაიცავს მედიისა და სასამართლოს სისტემის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები