თურქეთი-რუსეთი

რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტებს წყვეტს

independent.co.uk

რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax ავრცელებს.

სააგენტოს ტექსტში ნათქვამია, რომ ინფორმაცია თურქეთთან სამხედრო კონტაქტის შეწყვეტის შესახებ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკოიმ გაავრცელა, რომელმაც განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

"პირველი - დამრტყმელი ავიაციის ყველა მოქმედება მხოლოდ გამანადგურებელი თვითმფრინავების საფარქვეშ განხორციელდება. მეორე - მივიღებთ აირსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების ზომები. ამ მიზნით ПВО Форт სისტემით აღჭურვილი კრეისერი მოსკოვი, რომელიც С-300-ის ანალოგიურია, დაიკავებს ლატაკიის მიმდებარე ნაწილს. გაფრთხილებთ, რომ ყველა მიზანი, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, განადგურდება. მესამე - თურქეთთან სამხედრო ხაზით კონტაქტებს შევწყვეტთ", - განაცხადა რუდსკოიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება დღეს თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიიღო. 

კომენტარები