ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას ახალ ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატივა მრავალმანდატიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ცვლილებების დასანერგად საარჩევნო კოდექსის ცვლილებაა საჭირო. არასაპარლამენტო ოპოზოციაში ამბობენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა 2016 წლის არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ოპოზიციის პროექტის მიხედვით, რეგიონებში მრავaლმანდატიანი ოლქები უნდა შეიქმნას, რომლებშიც მანდატები პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროპორციულად განაწილდება.
პროექტს მხარს საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პროპრორციული და რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თავისუფალი დემოკრატების შეფასებით კი, საპარლამენტო უმრავლესობას რეალური ცვლილებების გატარების სურვილი არ გააჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა პროექტის განიხლვაზე თანახმაა. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ულტიმატუმების ფორმით ცვლილებების მიღწევა არ უნდა მოხდეს.
საარჩევნო სისტემის რეფორმის საკუთარი გეგმა გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამაც. გეგმის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე მმართველი კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემოიღებენ 50%-იან საარჩევნო ბარიერს მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
არჩევნები 2016
არასაპარლამენტო ოპოზიცია მრავალმანდატიანი ოლქების შექმნას ითხოვს





