საქართველო-ლიტვა

დღეს საქართველოში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

EPA

23-25 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგას ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

24 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

"ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი დაათვალიერებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს", - აცხადებს საგარეო უწყება.

კომენტარები