გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაზე: ეს ენმ-ის გარკვეული დაჯგუფებაა

მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ეს არის ნაციონალური მოძრაობის გარკვეული დაჯგუფება, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში. დღეს უკვე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან, შესაბამისად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როდესაც თარიღი იქნება ცნობილი, საზოგადოებას ეცოდინება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პლატფორმა დაიცავი თავისუფლება იყო.

კომენტარები