ოკუპირებული ტერიტორიები

სოფელ კნოლევიდან რუსმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ საღამოს სოფელ კნოლევიდან 60 წლის თამაზ ციქუბაძე გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი შეშის მოსაგროვებლად ბაღში იყო გასული, რომელიც მავთულხლართებთან ახლოს მდებარეობს.

ცხინვალის განცხადებით, ციქუბაძე სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ციქუბაძის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

კომენტარები