ტერაქტები პარიზში

ტერაქტების ორგანიზატორის აყვანის სპეცოპერაციაში სამხედროები ჩაერთვნენ

AP

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბააუდის აყვანის სპეცოპერაციაში სამხედროები ჩაერთვნენ. სპეცოპერაცია უკვე საათზე მეტია, გრძელდება.

პოლიცია კონკრეტულ სახლზეა ფოკუსირებული, სადაც, სავარაუდოდ, 28 წლის აბდელჰამიდ აბააუდი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ის სირიაში ეგონათ.

ფრანგული მედიის ცნობით, ის მეგობრობდა სალა აბდესლამთან, რომლის ძმამაც 13 ნოემბერს ტერაქტი განახორციელა, თავი აიფეთქა. სალა აბდესლამი მიმალვაშია.

სპეცოპერაცია ჩრდილოეთ პარიზში, სენ დენიზში მიმდინარეობს. პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ სახლები. მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები