კრიმინალი

შსს: სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა მოიმატა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის ათ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა მოიმატა. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 705 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის იმავე პერიოდში - 660. შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაული 6.8%-ით არის გაზრდილი. მათ შორის, მომატებულია განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები.

რაც შეეხება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, შსს-ს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ამ ტიპის დანაშაული 23.22%-ით (+742 შემთხვევა) გაიზარდა. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 3937 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 3195 იყო. 

 

კომენტარები