ტერაქტები პარიზში

ოლანდი: თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი

ფრანსუა ოლანდი
Guardian

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს "ომის აქტი" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ოლანდის აზრით თავადასხმა, ქვეყნის გარედან, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი. პარალელურად მან ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.

პარიზში მომხარ ტერაქტების შედეგად, CNN-ის ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. პარიზში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდასხმები გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდასხმა სულ პარიზის შიგნით და გარეთ 6 ადგილზე განხორციელდა. დაიღუპა 8 ტერორისტი, მათგან შვიდმა თავი აიფეთქა. 

კომენტარები