ტერაქტები პარიზში

ოლანდი: ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, შეხვდებიან მტკიცე და გაერთიანებულ საფრანგეთს

მინისტრებთან, ადგილობრივ პოლიციელებთან და პარიზის მერთან ერთად მე მინდოდა ადგილზე მივსულიყავი, რათა მენახა ამ ტრაგედიის მასშტაბები. შემეგრძნო ის ზიზღი რაც განხორციელდა დედაქალაქში იმ სასტიკი ადამიანების მიერ, ვინც მოწოდებული იყო იმისთვის, რომ მოეკლა რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ახლა დაღუპულთა ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ მათი რაოდენობა, მართლაც დიდია. მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და თანაგრძნობა ამ ადამიანებთა ოჯახების მიმართ. ტერორისტებმა უნდა იცოდნენ რომ ისინი შეხვდებიან მტკიცე და გაერთიანებულ საფრანგეთს. საფრანგეთს, რომელიც არ შეშინდება, იმის მიუხედავად, რომ ახლა ნამდვილად შეძრული ვართ ამ ტრაგედიით. 

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტიმა ფრანსუა ოლანდმა, ტერაქტის ადგილზე მისვლის შემდეგ. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები