ტერაქტები პარიზში

ეკა სირაძე: უცნობია არიან თუ არა დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები

ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია სამართალდამცავებისგან არ გამოდის. ვიცით რომ 120 ადამიანია დაღუპული 200 დაშავებული. ვიცით, რომ იდენტიფიცირება ხდება იმ ხალხის, რომელიც დაღუპულია. ჯერ ვერ გეტყვით საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა მათ შორის. დიდი იმედი მაქვს რომ არ არიან. ცხელი ხაზი მუშაობს და ვიღებს ზარებს საქართველოს მოქალაქეებისგან. ჯერ მხოლოდ სულ რამდენიმე ზარი შემოვიდა და ძირითადად აინტერესებთ საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით პროცედურები კონკრეტულად რას გულისხმობს და რამდენიმე მოქალაქე შეშინებული იყო, დავაწყნარეთ დავამშვიდეთ და ავუხსენით სიტუაცია. ასეთი ტიპის ზარები შემოდის ჩვენს ცხელ ხაზზე. დაშავებულებს შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რადგანაც ზარი არ განხორციელებულა და არავის ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. არ შემოსულა ზარები არც დაღუპვის შესახებ და არც დაშავების შესახებ.

 

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები