ტერაქტები პარიზში

ხიდაშელი: ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია

ვწუხვარ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ამ საშინელ ტრაგედიას ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები