თავდასხმა პარიზში

საფრანგეთში დაღუპულთა რიცხვი იზრდება, ბატაკლანის თეატრში მძევლები ჰყავთ

AFP

Associated Press-ის ინფორმაციით, სულ მცირე 26 ადამიანია დაღუპული საფრანგეთში აფეთქებებისა და სროლების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბატაკლანის თეატრში 100-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. მათივე ინფორმაციით, თეატრში არის მხვერპლიც.

"ფრანგი ჟურნალისტი ამბობს, რომ მისმა მეგობარმა ბატაკლანიდან გამოქცევა მოახერხა. მან თქვა, რომ იქ 5 თუ 6 შეიარაღებული პირი იყო და სირიაზე საუბრობდნენ. ცხედრები იქვეა", - წერს სააგენტო ფრანს პრესი.

დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა პარიზის ცენტრში მდებარე რესტორან კამბოჯაზე, აფეთქებები მოხდა სტადიონ სტად დე ფრანსთან, სადაც საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. თამაშს პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა.

კომენტარები