ისლამური სახელმწიფო

ქურთმა მეომრებმა ერაყში სტრატეგიული ქალაქი სინჯარი აიღეს

bbc.com

ქურთთა ფეშმერგის ძალებმა აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სტრატეგიული ქალაქი სინჯარი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისაგან გაათავისუფლეს. ქურთთა ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მებრძოლებმა ქალაქის ქუჩები ბრძოლით დაიკავეს და შენობების თავზე ქურთული დროშები აღმართეს.

ამის პარალელურად, ბაღდადში შიიტი მებრძოლის დაკრძალვაზე ბომბის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ერაყელმა ქურთებმა ქალაქი სინჯარი გასულ წელსაც დაიკავეს. ერაყელ მებრძოლებს დახმარებას მაშინაც აშშ-ის სამხედრო ავიაცია უწევდა. მაშინ, ავიაიერიშების შედეგად, რამდენიმე შენობა და ავტომობილი განადგურდა, რომელსაც ჯიჰადისტები იყენებდნენ. 

კომენტარები