რუსთავი 2-ის საქმე

სამოქალაქო საზოგადოება რ2-თან დაკავშირებით მხარეებს გამოსავალს სთავაზობს

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთავი 2-თან დაკავშირებით მოდავე მხარეებს გამოსავალს სთავაზობენ. ისინი 2015 წლის 11 ნოემბერს სასამართლოს მიერ დროებით მმართველებად დანიშნული პირების ჩატარებულ პრესკონფერენციას ეხმიანებიან, სადაც მათ სურვილი გამოთქვეს მედიაციაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით. 

სამოქალაქო საზოგადოების განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რუსთავი 2-ს მაუწყებლობის გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ეს კი თავისთავად დიდ მატერიალურ ზარალს მიაყენებს კომპანიას. მაუწყებლობის შეჩერება კი მედიის მრავალფეროვნებას დიდ საფრთხეს შეუქმნის.

"ამ ეტაპზე, ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა „რუსთავი 2“-ის  მაუწყებლობის შეუზღუდავად გაგრძელება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა. ამ მიზნით, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გთავაზობთ შემდეგ დროებით გამოსავალს: მოვუწოდებთ ბატონ ქიბარ ხალვაშს, საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე დაეთანხმოს დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განჩინების შეჩერებას. ამ მოთხოვნით, 2015 წლის 11 ნოემბერს, სასამართლოს „რუსთავი 2“-ის  იურისტებმა მიმართეს. ჩვენი რწმენით, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთი გონივრული, თუმცა დროებითი გამოსავალია. მასზე დათანხმება ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ მიმდინარე დავა კვლავ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდება და ამ ეტაპზე, „რუსთავი2“-ს გაკოტრებისა და გაჩერებისგან გადაარჩენს," - განაცხადეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა.

მათივე თქმით, ისინი კვლავ რჩებიან მედიის თავისუფლების სადარაჯოზე და მიმართავენ ყველა ღონეს, "რათა კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ გადაწყდეს."


განცხადებას ხელს აწერენ:

ირაკლი საღინაძე

ელენე ხოშტარია

ნინო დანელია

ქეთი დევდარიანი

ნინია კაკაბაძე

სერგი კაპანაძე

ეკა გიგაური

ზვიად დევდარიანი

ლექსო მაჭავარიანი

თამარ ჩერგოლეიშვილი

თათა ცოფურაშვილი

თამარ კინწურაშვილი

პაატა გაფრინდაშვილი

აჩიკო გულედანი

ირაკლი კიკნაველიძე

გიგა ბედინეიშვილი

ბექა მინდიაშვილი

ეკა ჭითანავა

ირაკლი ტაბლიაშვილი

ნათია სამუშია

ლევან ღამბაშიძე

გიორგი მელაძე

თეო ხატიაშვილი

გიორგი მშვენიერაძე

ზუკა გუმბარიძე

ვახო ბაბუნაშვილი

ნინო მაჭარაშვილი

ლევან რამიშვილი

გუგა სულხანიშვილი

ირაკლი ვაჭარაძე

გიორგი ტუღუში

თამარ გურჩიანი

გიორგი ნონიაშვილი

მაგდა გურული

ბაია პატარაია

კომენტარები