გამოხატვის თავისუფლება

მელაძე: მოსამართლის საქმე არ არის აზრის, მსჯელობის, შეფასების გადამოწმება

საქართველოს კანონით მოსამართლის საქმე არ არის აზრის, მსჯელობის, შეფასების გადამოწმება. ჩვენი კანონი პირდაპირ მიჯნავს ერთმანეთისგან აზრს ანუ მოსაზრებას და ფაქტს, შესაბამისად, ჩვენი კანონით, ნებისმიერი ასეთი მსჯელობა ობექტურობის, გადამოწმების და ა.შ ვალდებულებაზე ცდება სასამართლოს მსჯელობის ფარგლებს. ეს არის ჟურნალისტის ეთიკურობის პასუხიმგებლობოს ფარგლებში მოქცეული, სადაც მოსამართლეს და სახელმწიფოს არაფერი ესაქმება.

იურისტი გიორგი მელაძე ტაბულასთან საუბარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებებზე.

კომენტარები