გამოხატვის თავისუფლება

მელაძე გოცირიძის განცხადებებზე: ეს ხალხი საქართველოს კანონებს პატივს არ სცემს

არ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ ამ ხალხისგან ასეთი კომენტარები. ჩვენ კარგად გვახსოვს ნინო გვენეტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს, როგორ იცავდა კორუფციონერი პოლიციელის პირად ცხოვრებას, როდესაც ქრთამის აღების ფაქტი იყო გადაღებული და ცდილობდა, დაებლოკა ეს ტელევიზიისგან. გუშინ ევა გოცარიძე იცავდა მოსამართლის გამოგონილ უფლებას, გაეჩერებინა ჟურნალისტის საქმიანობა იმ მოტივით, რომ ის არაობიექტურია და არ ეყრდნობა რაღაც გადამოწმებულ ფაქტებს. ასეთი რამე ჩვენს კანონებში არ წერია, ეს ხალხი საქართველოს კანონებს პატივს არ სცემს, ისინი არ სცემენ პატივს საქართველოს კონსტიტუციას. მოსამართლე ურთმელიძემ ეს დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებით. ახლა ამ საშიშ ტენდენციას ადასტურებს და ბეჭედს ურტყამს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც უნდა განიხილოს მისი საქმეების მართებულობა. შესაბამისად, არანაირი ნდობა ასეთი საბჭოს მიმართ ალბათ საზოგადოებას ვეღარ ექნება.

იურისტი გიორგი მელაძე იუსტიციის საბჭოს წევრ ევა გოცირიძის განცხადებებზე.

კომენტარები