რუსთავი 2-ის საქმე

ბექაური: არც ერთი ვართ იმ ხასიათზე, რომ ვთქვათ, მედიაში ყველაფერი კარგად არის

არც ერთი არ ვართ იმ ხასიათზე, რომ აქ ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი კარგად არის მედიაში. ისიც ვიცით, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს მისი ინიციატივით და ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნებით ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ბარიერები მოიხსნა, რომ ლიცენზირება მაუწყებლობის მოხსნილიყო. ყველამ ვიცით, რომ 3-10 დღის განმავლობაში შეუძლია მაუწყებლობა დაიწყოს. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ როგორც კომისია ამ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო და ზედამხედველი ძალღონეს ხმარობს, რომ პრობლემები რაც მედიაშია და ხელეწიფება იყოს აღმოფხვრილი. დღეს ერთი რამ შეიძლება ითქვას, პრობლემები არის მაგრამ გაცილებით ნაკლებია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან პრაქტიკურად არ არსებობს. ამ კონკრეტულ ქეისში ჩანდეს რომ საერედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა იყო. ყოველთვის იყო და იქნება მოსაზრება, რომ ვიღაცა შეეცდება ჩაერიოს და შეზღუდოს ამა თუ იმ მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ

ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი კახა ბექაური გადაცემა არჩევანში

კომენტარები