არასამთავრობო სექტორი

გიგაური: დღეს ყველა ერთი მიზნის, ევროპული მომავლის გარშემო უნდა გავერთიანდეთ

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემზე ნებისმიერი წარმოდგენა ქონდეს, არ მგონია, რომ ყველას უნდა მოვწონდე ან იზიარებდნენ იმას რასაც ვამბობ. თუმცა, მაშინ, როდესაც საქართველოში ევროკავშირის კომისიონერია ჩამოსული და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა გაფორმდეს, ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ და ფაქტობრივმა მმართველმა არასამთავრობოს არ უნდა დაესხას თავს, თუნდაც არ იზიარებდეს იმას რასაც ისინი ამბობენ. თორემ ჯანდაბას, ვინმეს რომ არ მოვწონვარ, ამას ავიტან. დღეს მე ვიჯექი და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობდი და ის უცხოელ დიპლომატების განცხადებას უმეცარს ეძახდა, არასამთავრობოებს ლანძღავდა და საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოსახლებით ემუქრებოდა. დღეს მე მგონი ყველა ერთი მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და საქართველოს ევროპულ მომავალზე ვიფიქროთ. სამწუხაროა, რომ ყველა ასე არ ფიქრობს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საკუთარ Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

კომენტარები