არასამთავრობო სექტორი

ივანიშვილი: ეკა გიგაური თავისი გამოსვლებით სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს

რაც შეეხება ეკა გიგაურს, მე მივესალმები, რომ ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რამეთუ, ის რეალურად ამახინჯებს თავისი გამოსვლებით სამოქალაქო საზოგადოებას, რასაც ის მიიწევს, NGO-ების წევრია დღეს ის, და გამოდის მათი სახელით და ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში. გადავიდეს პოლიტიკაში იმიტომ, რომ რეალურად ის დღეს პოლიტიკაშია, ოღონდაც, ფორმა ვერ მოახერხა და არ შეიცვალა, ასაღებს თავს სამოქალაქო საზოგადოების წევრად და ნაწილად. რეალურად კი, ის გახლავთ ყველაზე დიდი კრიტიკოსი, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი ხელისუფლების და ჩემი პირადად. მე მივესალმები, გიგაური თუ თუ მოახერხებს და გააფორმებს იმას, რასაც რეალურად აკეთებს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ეკა გიგაური პოლიტიკაში წავიდეს.

კომენტარები