რუსთავი 2-ის საქმე

ღარიბაშვილი: არც ერთ მედია საშუალებას არ ვაკონტროლებთ, ეს უპრეცედენტო ფაქტია

ეს კრიტიკა, ეს სპეკულაციები, ეს აჟიოტაჟი, რაც არის ატეხილი, ეს არის დროებითი, ეს გაივლის, ეს ჩაწყნარდება სიტუაცია. თქვენ თუ ხმაურს შეწყვეტთ, ნახავთ, რომ არაფერი არ ხდება. საერთაშორისოც უყურებს იმას, რაც ხდება საქართველოში და აქედან გამომდინარე, ამაზე დაფუძნებით აკეთებენ კომენტარებს. რეალური სიტუაცია არის შემდეგი, რომ მთავრობა საერთოდ არ ერევა სასამართლოს საქმეებში. ეს არის სამართლებრივი დავა. ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, კერძოდ, თქვენ ნახეთ, რომ თქვენი კომპანია იმართება მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში. ის უშუალოდ აძლევს ინსტრუქციებს ტელეკომპანიის დირექტორს და მართავს, ასე ვთქვათ, მთელ ინფორმაციულ ბადეს თვითონ ალაგებს, როგორ უნდა მოხდეს განაწილება, ეს თქვენი არჩევანია, თუმცა მე გეტყვით, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ, ჟურნალისტებს და ყველას, ვინც მხარს უჭერს მედია-თავისუფლებას. მთავარი არის ის, რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენ მთავრობას შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ არცერთ მედია საშუალებას არ ვაკონტროლებთ დღეს ჩვენ, ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი, ეს არის რეალობა, ამას ჭირდება დაფასება. ჩვენ არცერთ ტელევიზიას არ ვფლობთ, არც ვაკონტროლებთ, არც გვაქვს ამის პრეტენზია და არც გვაქვს ამის სურვილი. ასე, რომ არამხოლოდ რუსთავი 2 - ა კრიტიკული, არამედ მაესტროც, იმედიც, ხანდახან პირველი არხი და ეს კარგია, ეს ძალიან კარგია, ვინაიდან მოსახლემ(მოსახლეობამ?) უნდა გაიგოს სიმართლე. რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა იყოს ზღვარგადასული. აი ეს არის ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია. ასე, რომ გთხოვთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არაფერი არ ხდება რეალურად, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ და დანარჩენი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩვენ გვეკადრება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით

კომენტარები