ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ივანიშვილი: ენმ-ის დროს, მთელი საქართველო ციხეში ჰყავდათ

ენმ აშავებდა და თეთრად ყიდდა გარეთ. ამისთვის დასჭირდათ ასეთი სისტემის მკაცრი ჩამოყალიბება - ძარცვავდნენ მთელ ბიზნესს და მთელ მოსახლეობას, ნაძარცვი ფულით ამაგრებდნენ ამ სიცრუეს გარეთ. შიგნით ძალადობდნენ და მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, რეალურად მთელი საქართველო ციხეში ჰყავდათ. გარეთ - ნაძარცვი ფულით კარგად ახერხებდნენ მეგობრების მაქსიმალური რაოდენობის შეძენასაც და იმის გაყიდვასაც გარეთ, რომ საქართველოში, ნაცვლად დიქტატურისა, დემოკრატიის აღუწერელი ფორმა მიმდინარეობს და დემოკრატიზაციის ახალი ისეთი სახე შექმნა სააკაშვილმა, რომ ევროპასაც არ სიზმრებია, ასე ყიდდნენ ამას ყველაფერს გარეთ, ამაში იხარჯებოდა მათი ძირითადი დრო და ძირითადი ენერგია და ეს ნაძარცვი ფულიც ამას ხმარდებოდა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები