სამართლებრივ დეტალებზე საუბარი აზრს კარგავს, იმდენად დიდ უაზრობაში ვართ შესული, ანუ გასულები ვართ ჩვენ საერთოდ სამართლებრივი ჩარჩოებიდან. განსაკუთრებით სასაცილოა, რომ ამ დროს - "თუ არ დაემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთ" - აი, ასეთი ტიპის მუქარები ისმის, იმიტომ, რომ საერთოდ, რა სამართალზე მელაპარაკება თეა წულუკიანი, ვერ ვხვდები. სწორედ ამიტომ, რადგან ასეთი მუქარები ისმის, შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყანაში არა რომელიმე პარტიის, იმიტომ რომ ძალიან ჭრელია ჩვენი ჯგუფი, არამედ დემოკრატიის, მომავლის, თავისუფლების ბედი გვანაღვლებს, და გადავწყვიტეთ, რომ ფიზიკურად, იქ ყოფნით დავიცვათ რუსთავი ორი 24 საათის განმავლობაში. დაწესებული გვაქვს 24-საათიანი მორიგეობა, სადღაც 40-მდე ადამიანი ვიყავით, ახლა იზრდება ეს სია, ნუსხა. ნებისმიერს შეუძლია, რომ შემოგვიერთდეს. 24-საათიანი მორიგეობა დავაწესეთ რა მიზნით - იმ შემთხვევაში, თუ მოვა ურთელიძის უკანონო განჩინების საფუძველზე დანიშნული რომელიმე პაიკი, დვალი ერქმევა იმ პაიკს თუ საყევარიშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, მაგრამ ფიზიკური წინააღმდეგობის გზით, არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ შევიდნენ რუსთავი ორში. თუ გადავლა უნდათ, გადაგვიარონ და ისე შევიდნენ.
tbl.ge/end
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




