დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის სასწორზე დევს ერთი მხრივ ის, რომ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, ქვეყნის ინტერესები, მეორე მხარეს დევს თავისი პირადი ინტერესები. მის პირად ინტერესში შედის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ინტერესების შელახვის ფასად. და სწორედ ამას ვხედავთ ახლა ჩვენ, როდესაც მან აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება, რომელსაც ვერ შეინარჩუნებს, ეს მცდარი გზაა. მან შეიძლება, 90-იანი წლების რუსეთში ფულის შოვნა როგორ უნდოდა, ეგ იცის და ვთქვათ, იქ რაღაცა აქტივების "დათრევა" და მერე გაყიდვა, რომ მილიარდერი გამხდარიყო, მაგრამ ქვეყნის მართვა კი არა, თანამედროვე ბიზნესკომპანია როგორ უნდა მართოს, დარწმუნებული ვარ, რომ მაგაშიც არაფერი არ გაეგება, იმდენად ვიწრო მსოფლმხედველობას ავლენს ახლა დღეს, რაც ხდება, ამ პროცესებთან მიმართებითაც. დღეს ეს ორი რაღაც დევს სასწორზე - ბიძინა ივანიშვილმა აირჩია, რომ რაღაცნაირად, ყველანაირი ძალით მოებღაუჭოს ძალაუფლებას, რომ როგორმე დიდხანს გასტანოს იმ სკამზე, რა სკამშიც ზის, მაფიოზის სკამში, რაც მოიგონა თავისთვის, კონსტიტუციის მიღმა გასული მმართველის, აი, ამის შენარჩუნებას ცდილობს. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, მისი მარიონეტები უკვე რეებს ლაპარაკობენ, რეებს ამბობენ, დღეს მეჭიაურმა თქვა, რომ - ამერიკაში რომ ობამა არღვევს პრესის უფლებებს, გეგეშიძე ხომ ზის ჩუმად? ხომ არ ერევა ამერიკის საქმეებში? იგივე ფრანსუა ოლანდი რომ ადამიანის უფლებებს ლახავს, იქაური პოლიციელები რომ ასისხლიანებენ ადვოკატებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რომ ციხეში უზით, ჩვენი ელჩი ხომ ზის ჩუმად? მე ბატონ მეჭიაურს მივმართავ, არის რუსი შოვინისტი ბატონი მიგრანიანი, მას ჰქონდა თავისი ადამიანის უფლებათა ცენტრები დაფუძნებული ამერიკაში და სხვა ქვეყნებშიც და ის აკრიტიკებდა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ამერიკას. მას შეუძლია იგივე გააკეთოს, დააფუძნოს მეჭიაურის ცენტრები და გააკრიტიკოს სხვა ქვეყნის ხელისუფლებები, პრობლემა არ არის, როცა ხედავს, რომ ელჩები ასე იკავებენ თავს ევროპის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
tbl.ge/abm
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




